“ოტობოკის” წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროთეზების მწარმოებელი გერმანული კომპანია „ოტობოკის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ. კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული მენეჯერი დიმიტრი დანიჩენკო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, პაატა პატიაშვილმა მიიღეს.

შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი, საერთაშორისო ტრენერი, ტექნიკოს-პროთეზისტი კირამ დიაბი და ტექნიკოს-პროთეზისტი კახაბერ ქათამაძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერაზე ისაუბრეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ოტობოკს“ შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დღევანდელ შეხვედრაზე დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადების გაგრძელების შესახებაც იმსჯელეს.

2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კორპორაციას Peter Harsch Prosthetics-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურები „ოტობოკის“ მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიებით დაუმზადდებათ. პროთეზირების პროგრამა სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია.

გერმანელი ტექნიკოსები საქართველოში პერიოდულად ჩამოდიან და მათ ფირმის მიერ წარმოებული პროთეზების მდგომარეობას ამოწმებენ.

“Ottobock”-ის სპეციალისტები შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და გერმანიის ქ. დუდერშტატის საპროთეზო ფირმა ,,Ottobock“ სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, საპროთეზო ფირმა ,,Ottobock“-ის თანამშრომლები დიმიტრი დალნიჩენკო და ქარიმ დიაბი საქართველოში იმყოფებიან. მათ შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში კონსულტაცია გაუწიეს კიდურ-ამპუტირებულ ქართველ ვეტერანებს შემდგომში მაღალტექნოლოგიური პროთეზების დამზადების მიზნით.

პროთეზების დამზადება 2015 წლიდან მიმდინარეობს და უკვე რიგით მესამე ეტაპი განხორციელდა. პროცესს შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე დაესწრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ამ მიმართულებით.


საზაფხულო აქცია ინდივიდუალურად შერჩეულ სამკურნალო ვარჯიშებსა და მასაჟზე!

”შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი” გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას ინდივიდუალურად შერჩეულ სამკურნალო ვარჯიშებსა და მასაჟზე ყველა ხარისხისა და ფორმის სქოლიოზის, კიფოზის, ლორდოზის, ცერებრული დამბლის, სამშობიარო ტრამვების, დისპლაზიების, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და სხვა პათოლოგიების შემთხვევაში.

აქციის ფარგლებში სამკურნალო ვარჯიშებისა და მასაჟის ღირებულებაა 20 ლარი!!!

კვალიფიციური ექიმების მიერ შეირჩევა თქვენთვის საჭირო და ეფექტური ვარჯიშებისა და მასაჟის კურსი, რომელიც ჩაგიტარდებათ გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით.

სარეაბილიტაციო პროგრამაში ამ ეტაპზე ჩართვის შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებთ ზ.ა. ფასდაკლებით, ასევე, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობით სათანადო რეკომენდაციებისა და მდგომარეობის პერიოდული შეფასების უზრუნველყოფით.

რეაბილიტაციის სწორი კურსი: სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, რეჟიმი, სწორი კვება, შესაფერისად შერჩეული ფიზიკური აქტივობა – ეს სასურველი ეფექტის გარანტიაა!


გახსოვდეთ!

საუკეთესო შედეგი ინდივიდუალურად შერჩეული სარეაბილიტაციო პროგრამით მიიღწევა!

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი ცენტრში

დღეს, 9 ივლისს  საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის  
მოადგილე ანა დოლიძე,  სოციალურ საკითხთა  დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და სამინისტროს სამედიცინო  დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი ესტუმრნენ  შპს “შშმ პირთა  სოციალური რეაბილიტაციის  ცენტრს”.  ცენტრის დირექტორმა თეა ერისთავმა სტუმრებს  გააცნო  “ცენტრის” მუშაობის  სპეციფიკა,  განუმარტა,  რომ “ცენტრი” ემსახურება  როგორც  სამხედრო,  ასევე  სამოქალაქო კიდურებამპუტირებულ  შშმ პირებს.  სამხედრო  პირების პროთეზირებას აფინანსებს  თავდაცვის სამინისტრო  და  მათთვის  განკუთვნილია მაღალი  ტექნოლოგიური მახასიათებლებით აღჭურვილი პროთეზები. 
ცენტრი თანამშრომლობს პროთეზირების დარგში მოწინავე კომპანია “Otto bock”-თან. დღეისათვის  სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში საპროთეზო მომსახურეობა ესაჭიროება 45 სამხედრო, 600 ვეტერანსა და 12000 სამოქალაქო შშმ პირს. სტუმრები ასევე  გაეცნენ  შენობა-ნაგებობის მდგომარეობას, არსებულ ინფრასტრუქტურას და დაგეგმეს შემდგომი ღონისძიებები.


ვეტერანების პროთეზებით უზრუნველყოფა გრძელდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსებით გერმანული

 საპროთეზო ცენტრი „OttoBock” და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ქართველ ამპუტანტ 40 ვეტერანს მაღალტექნოლოგიურ პროთეზებს დაუმზადებენ. ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი და “OttoBock”-ის წარმომადგენლები ვეტერანებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. 
2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ სარეაბილიტაციო ცენტრსა და მსოფლიოში ლიდერ საპროთეზო ცენტრ “OttoBock”-ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად პირველ ეტაპზე, გასულ წელს 33 ამპუტანტ ვეტერანს 38 პროთეზი უკვე დაუმზადდა. 2016 წელს კი OttoBock” – ის მიერ წარმოებული მაღალტექნოლოგიური პროთეზებით 150 ამპუტანტი ვეტერანის უზრუნველყოფა იგეგმება.

გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი

გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მსოფლიო ბაზარზე ლიდერ საპროთეზო ცენტრ „ოტტობოკსა“ და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს შორის. მემორნდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორმა თამილა ერისთავმა და საპროთეზო ცენტრ „ოტტობოკის” წარმომადგენელმა კლაუს ფროლოხმა.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება პირველ ეტაპზე 30 ამპუტანტი ვეტერანისთვის გამოკვლევების ჩატარება და მათთვის პროთეზების დამზადება.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ოტტობოკის“ დელეგაცია სოციალური რეაბილატაციის ცენტრს ეწვია. სპეციალისტებმა ვეტერანებს გამოკვლევები ჩაუტარეს და პროთეზებისთვის ზომები აიღეს.
დელეგაცია გერმანიიდან საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოწვევით ესტუმრა. სამუშაო შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კომპანია „ოტტობოკს“ არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია ადამიანებს მობილურობის აღდგენაში დაეხმაროს და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისთვის საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებენ და რეაბილიტაციას უწევენ პაციენტებს.

 

„ოტობოკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პროთეზების მწარმოებელ გერმანულ კომპანია „ოტობოკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ამის შესახებ  თავდაცვის სამინისტროში, კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ  შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„ოტობოკის“ აღმოსავლეთ ევროპის  რეგიონული   მენეჯერი კლაუს ფრიოლიხი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერაზე ისაუბრეს  და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე გაამახვილეს ყურადღება.

პაატა პატიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მემორანდუმის ტექსტზე მუშაობა დაიწყება. მემორანდუმი  ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამ პროცესში გერმანული მხარის მხარდაჭერას ითვალისწინებს. „კომპანია „ოტობოკთან“  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ.  შესაძლებელი იქნება მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ითვალისწინებს  ჩვენი სპეციალისტების გადამზადებას როგორც გერმანიაში, ასევე, საქართველოში, რათა მოხდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება იმ მოწყობილობებთან მუშაობაში, რომელიც  დღეს გააჩნია ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. 18 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა ამერიკული კორპორაცია „Peter Harsch Prosthetics“-ის მიერ გერმანიაში დამზადებული უახლესი ტექნოლოგიის „ოტობოკის“ პროთეზები, რასაც  შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა მონიტორინგი და ამ მოწყობილობებზე მუშაობა სჭირდება“, – აღნიშნა  დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა.

„შესაძლებლობა გვქონდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვედროდით, რათა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისთვის მომსახურების გაუმჯობესებაზე გვესაუბრა. სურვილი გვაქვს, მხარი დაგიჭიროთ დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი პროთეზირების პროგრამის შესწავლაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეაბილიტაციის ცენტრის შესაძლებლობების განვითარებას“, – განაცხადა კლაუს ფრიოლიხმა.

2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  ამერიკულ კორპორაციას „Peter Harsch Prosthetics“-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურები „ოტობოკის“ მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიებით დაუმზადდებათ. პროთეზირების პროგრამა  ISAF-ის, OIF-ის სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია.

 

საშემოდგომო აქცია!

„შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“ გთავაზობთ საშემოდგომო აქციას ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის გამოვლენის მიზნით.

გამოცდილი და კვალიფიციური  ორთოპედი კონსულტაციას გაგიწევთ შეღავათიან ფასში – 10 ლარი.

გახსოვდეთ! აუცილებელია ძვალ-სახსროვანი სისტემის პათოლოგიის დროული დიაგნოსტირება, რათა მოხდეს შესაბამისი საკორექციო ზომების მიღება და მომავალში მძიმე გართულებების თავიდან აცილება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 „შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“
ქ. თბილისი, დიდუბე, სპ. კედიას ქ.7 (ყოფილი კახოვკა)
ტელ: 234-83-79, 235-27-50
ელ. ფოსტა: info@rehabcenter.ge
ვებ-გვერდი: http://rehabcenter.ge

საქმიანი ვიზიტი დუდერშტადში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი, სამსახურის მოადგილე ჯანდრი უბირია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი გერმანიის ქალაქ დუდერშტადში საპროთეზო ცენტრის – “ოტტობოკის” ხელმძღვანელობას შეხვდნენ. კომპანიას არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად 50–ზე მეტი ფილიალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია ადამიანებს მობილურობის აღდგენაში დაეხმაროს და ხელი შუწყოს შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები რაც მათ გააჩნიათ. ამისთვის საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებენ და რეაბილიტაციას უწევენ პაციენტებს. 
ქართულმა დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში საპროთეზო ცენტრი და პროთეზების მუშაობა დაათვალიერა, ასევე პროთეზების დამზადების პროცესებს და რეაბილიტაციის საჩვენებელ კურსს ადგილზე გაეცნო. საქმიანი შეხევდრა შედგა დირექტორთან კალუს ფროლიხთან, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ მენეჯერთან დიმიტრი დანიჩენკოსთან და კოორდინატორ ეკატერინა ველმთან. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ვეტერანებისთვის სამომავლოდ პროთეზირების მომსახურების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები განიხილეს, რომელიც როგორც ვეტერანთა თანამედროვე სტანდარტების პროთეზებით უზრუნველყოფას, ასევე საქართველოში ფართო პროფილის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას გულისხმობს.
მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და სამოქმედო გეგმა გრაფიკის შემუშავებაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება, ირაკლი შიხიაშვილის მოწვევით გერმანული მხარე პაციენტების მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით საქართველოს ესტუმრება.

 

 

სამუშაო შეხვედრა “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების შესაძლებლობები”

თბილისის მერიის ორგანიზებით სასტუმრო “რადისონში” სამუშაო შეხვედრა “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების შესაძლებლობები” გაიმართა. სამუშაო შეხვედრა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის 
ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა და თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა  რატი იონათამიშვილმა  გახსნეს. 
შეხვედრაში შშმ პირების დასაქმების მხარდაჭერის მიმართულებით  მომუშავე ორგანიზაციების, ასევე სამინისტროების, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები და პოტენციური დამსაქმებლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე შშმ პირების დასაქმების მხრივ არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ასევე  ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები განიხილეს. 
“თბილისის მერიას მიმდინარე წელს არაერთი ინიციატივა და პროექტი აქვს, რომელიც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება. ამ საკითხის აქტუალიზაცია რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის როგორც ინფრასტრუქტურის ადაპტირებით, ასევე სპეციალური პროგრამებით, რომლებიც შშმ პირების  საზოგადოებაში დაბრუნებას და ცხოვრების წესის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.  აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში მერიის გარდა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც შშმ პირთა პრობლემატიკას სწავლობენ. მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათთან ერთად  ძალიან კონკრეტული, შშმ პირების საჭიროებაზე მორგებული პროგრამები განვახორციელოთ, რაც რეალურად დასაქმების შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს”,-განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანლმა ირაკლი ბერეკაშვილმა. 
“ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. რაც მთავარია, დასაქმების  პროგრამები უნდა მუშავდებოდეს თვითონ შშმ პირთა თემის თანამონაწილეობით და  მოხარული ვარ, რომ დღეს განსხვავებული კატეგორიის შშმ პირები მაქსიმალურად  იყვნენ ჩართული. ძალიან ბევრი საინტერესო წინადადება იყო. ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ მუშაობა, რადგან თანაბარი შესაძლებლობების  უზრუნველყოფის უმთავრესი წერტილი ეს არის თანაბარი დასაქმება”,-განაცხადა თბილისის მერთან არსებული  შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა  რატი იონათამიშვილმა. 
შეხვედრა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.