პროგრამები

სახელმწიფო პროგრამები

საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად პაციენტმა ჩამოთვლილი საბუთები უნდა წარადგინოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში შემდეგ მისამართზე: წერეთლის გამზ. N144;

საბუთების ჩამონათვალი:

ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია;

ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობა და მისი ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი (გარდა 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას);

ე) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, სადაც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახეობის მითითებით;

ვ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

ამ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, სააგენტოში დგება იმ პაციენტთა სია, რომელთაც თანხმობა ეთქვა დაფინანსების მიღებაზე.  პაციენტებს ბინაზე ეგზავნებათ ვაუჩერი, რომელსაც იგი წარადგენს სერვისის მიმწოდებელთან. ამის შემდეგ უკვე შესაძლებებლი ხდება პროთეზირების დაწყება. სახელმწიფო დაფინანსების ლიმიტი ერთი პაციენტისთვის დამოკიდებულია საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმის სხეობასა და ბენეფიციარის სტატუსზე

6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში (იხილეთ ქვემოთ).

ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.გ)  „ომისა და  სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს;

ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90 %-ით.

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლისდაფინანსების ლიმიტი
(მომსახურების) სახეობა(ლარებით)
I. პროთეზირება 
1. ქვედა კიდურის პროთეზირება 
1.1. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით1000
1.2. მუხლს ქვედა პროთეზი 
1.2.1. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში – ჩამკეტით. 18-თვიანი გარანტიით2900
1.2.2. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე 1790
1.2.3. მუხლს ქვედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით1500
1.3. პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას 
1.3.1. მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით 2-წლიანი გარანტიით3300
1.4. მუხლს ზედა პროთეზი 
1.4.1. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, მუხლის სახსრით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში, ჩამკეტით, 18 თვიანი გარანტიით3950
1.4.2. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე2780
1.4.3. მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით1500
2. ზედა კიდურის პროთეზირება 
2.1. იდაყვს ზედა პროთეზი 
2.1.1. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით3340
2.2. იდაყვს ქვედა პროთეზი 
2.2.1. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით2500
2.2.2. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით1300
II. ორთეზირება 
1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით140
2. ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით840
3. მუხლის ორთეზი700
4. ორთეზი მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით990
5. ორთეზი იდაყვს ქვედა100
6. ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით180
7. ორთეზი კისრის დონეზე150
8. ორთეზი გულ-მკერდ-წელის დონეზე700
9. ორთეზი წელის დონეზე575