პროთეზირება

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში #პროთეზირება ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოიებითა და გერმანული ფირმა #ottobock-ის კომპონენტებით.

პროთეზის დამზადებას და მორგებას უზრუნველყოფენ ჩვენი ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც გავლილი აქვთ ტრეინინგები #ottobock-ის სასწავლო ცენტრში, #გერმანიაში.

პროთეზირებისთვის პაციენტი სპეციალისტთან ერთად გადის რამოდენიმე ეტაპს:

• პაციენტის გამოკვლევა;

• საპროთეზო ნაწარმის სახეობის განსაზღვრა და ზომების აღება;

• პროთეზის მოდელირება;

• საპროთეზო ნაწარმის დამზადება;

• პროთეზირებისთვის მომზადება;

• საპროთეზო ნაწარმის მორგება: შესაბამისი ინსტრუქტაჟი და ვარჯიში.

პროთეზირებისთვის მოქმედებს სახელმწიფო დაფინანსება, რომლის მოსაპოვებლად პაციენტმა შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს.

სახელმწიფო დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.ncra.ge/2-2/პროგრამები

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში სუპინატორებისთვის, ორთოპედიული და დიაბეტური ტერფის ფეხსაცმელისთვის, ზედა და ქვედა კიდურების პროთეზებისთვის, კორსეტებისთვის, ქამრებისთვის და ბანდაჟებისთვის გამოიყენება #არატოქსიკური, ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ჩვენი ნებისმიერი სირთულის პროდუქტი მუშავდება და მზადდება გერმანული ფირმის OTTOBOCK-ის დანადგარების და ინსტრუმენტების საშუალებით.

#სუპინატორი, #კორსეტი, #პროთეზი, #პროთეზები, #ქამრები, #ბანდაჟი, #რეაბილიტაცია, #ადაპტაცია, #რეაბილიტაციაადაპტაციისეროვნულიცენტრი

ორთეზები

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ თანამედროვე ტიპის ორთეზების დამზადებას.

ორთეზი გახლავთ გარე სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნერვკუნთოვანი და ჩონჩხის სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლების შესაცვლელად: დაზიანებული სახსრის ან კიდურის ფუნქციების განტვირთვა, ფიქსაცია, გააქტიურება და გამოსწორება:

• აფიქსირებს სხეულის კონკრეტულ არეს სასურველ მდგომარეობაში;

• ოპერაციის ან დაზიანების შემთხვევაში ეხმარება კიდურების ფუნქციონირების აღდგენაში;

• თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციის შემთხვევაში ხელს უწყობს მათ გამოსწორებას;

#ორთეზი#ორთეზები#სუპინატორები#სუპინატორი#რეაბილიტაცია#ადაპტაცია#რეაბილიტაციაადაპტაციისეროვნულიცენტრი

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და ტრეინინგები

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრისთვის მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთათვის, ასევე ვიზიტორთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

ამ მიზნით ჩვენმა ცენტრმა საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ლიგასთან ერთად დანერგა ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა.ამა წლის სექტემბერში თანამშრომლებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟები და ტრენინგები ILO-ს მეთოდოლოოგიით და ადგილობრივ კანონმდებლობაზე ადაპტირებულ სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციებში რეაგირების გეგმის, ელექტრო უსაფრთხოების და პირველადი დახმარების შესახებ.

ასევე შემუშავდა და დაინერგა სამოქმედო გეგმა და პრევენციული ღონისძიებები COVID-19თან დაკავშირებით.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ლიგას თანამშრომლობისთვის და გაწეული მომსახურებისთვის.

სუპინატორები

ბრტყელტერფიანობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ტერფის პათოლოგიაა.ბრტყელტერფიანობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი კი სუპინატორის გამოყენება გახლავთ. რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ინდივიდუალურ სუპინატორების მორგება-დამზადებას, რომელიც :

• გაგიმყარებთ დგომასა და სიარულს;

• გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას როგორც ტერფში, ასევე მთელს კიდურში;

• შეგიმცირებთ დატვირთვას ხერხემალზე, მენჯზე, მუხლსა და კოჭ-წვივის სახსრებზე;

• დაიცავს ხერხემალს პათოლოგიური ცვლილებებისან;

• დაიცავს ტერფსა და მთელ ქვემო კიდურს გადაღლისგან;

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის განახლებული შენობა

2020 წელს განხორციელდა მაშტაბური რეორგანიზაცია-განახლება, რომლის შედეგადაც ცენტრი ჩამოყალიბდა დღეს მოქმედი შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის“ სახით. განხორციელდა  კლინიკისა  და საწარმოს რეკონსტრუქცია  და ტექნოლოგიური ბაზის განახლება.

დღეის მდგომარეობით ცენტრი ახორციელებს შემდეგი სახის მომსახურებებს:

  • გამოკვლევა : ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია;
  • საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის სახეობების განსაზღვა;
  • საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის ზომების აღება;
  • ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა, ღაბაშები (სუპინატორები);
  • პროთეზის  მოდელირება;
  • ამპუტაციის შემდგომი რეაბილიტავია;
  • პროთეზირებისათვის მომზადება;
  • საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მორგება, შესაბამისი ინსტრუქტაჟი და ვარჯიში;
  • სარეაბილიტაციო ღონისძიებები (ფიზიოთერაპია, სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ვარჯიში, მანუალური თერაპია, ვაკუუმ-მაგნიტური აკუპუნქტურა, ხერხემლის დაჭიმვა მშრალი  მეთოდებით);
  • ფსიქო-ნევროლოგიური სამსახური;
  • სოციალური სერვისი;
  • სტაციონარი 6 საწოლზე;

10 წელი Ottobock-თან ერთად

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი უკვე 10 წელია თანამშრომლობს გერმანულ კომპანია OTTOBOCK-თან. Ottobock არის მსოფლიო ლიდერი საპროთეზო და ორთოპედიული პროდუქტებისა და რეაბილიტაციის ტექნიკური საშუალებების წარმოებაში.

„ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს შეინარჩუნონ ან დაიბრუნონ გადაადგილების თავისუფლება.“ – OTTOBOCK

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, მინისტრის მრჩეველი პაატა პატიაშვილი და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი  მედეა ბეთაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრნენ. მათთან ერთად ცენტრში სან-დიეგოს  პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელი პიტერ ჰარში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები ქრისტოფერ რასელი და ქრისტოფერ ველჩიც იმყოფებოდნენ.
სტუმრებმა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის თანამედროვე სარეაბილიტაციო ტრენაჟორები დაათვალიერეს. თანამედროვე აღჭურვილობა საქართველოში აშშ-ის საელჩოს „დაჭრილი მეომრების პროგრამის“ ფარგლებში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა (ODC) სარეაბილიტაციო ცენტრს გადასცა. რამდენიმე ათეული სარეაბილიტაციო აპარატურა 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებისთვის არის განსაზღვრული. სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ამბულატორიული მომსახურეობა სამოქალაქო პირებსაც გაეწევათ.
სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში პაციენტებს დაეხმარებიანპროთეზისტ-ორთოპედები, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოს  პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში „ოტო ბოკის“ თანამედროვე ტექნოლოგიები შეისწავლეს.
მონიტორინგის ფარგლებში, სტუმრებმა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. თანამშრომლებთან  შეხვედრის დროს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
მომავალში სარეაბილიტაციო ცენტრი ახალი აპარატურით სრულად აღიჭურვება. 






აქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების მხარდასაჭერად

იოგას ცენტრი „ანანდა”-ს ორგანიზებით 31 მაისს, 16:00 საათზე თბილისში პირველი საქველმოქმედო იოგა-მარათონი გაიმართება.

აქციის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეალურად დაანახოს საზოგადობას თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების ინტეგრაცია თანატოლებთან და რა როლი ენიჭება ამაში ფიზიკურ აქტივობას, იოგას.

მარათონი შაბათს, 16:00 საათზე დაიწყება და მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარები გახსნიან, რომლებიც თანატოლებთან ერთად ივარჯიშებენ. ღონისძიების დანარჩენი მონაწილეები კი იოგის პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად 108 მზის მისალმებას შეასრულებენ. ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული მარათონელები განსაკუთრებული პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

„საქველმოქმედო ღონისძიებით კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარების ინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი ცენტრი და მისი ინდოელი მასწავლებლები ასეთ ბავშვებს სხვა პატარებთან ერთად ავარჯიშებენ ყოველ კვირას და სახალისო თამაშებით ცდილობენ მიაჩვიონ ბავშვები საკუთარი სხეულის მართვას და რაც მთავარია ერთმანეთზე ზრუნვას”. – განაცხადა მარათონის ორგანზატორმა ქალბატონმა ედიტა დანილიანმა. „მარათონში მონაწილეობის თანხა სიმბოლურია და იგი პირდაპირ კავშირ „ია”ს ანგარიშზე გადაირიცხება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო ღონსძიებაში და მეტმა კომპანიამ გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ასეთი პატარებისადმი” – დაამატა ღონისძიების ორგანიზატორმა.

საქველმოქმედო იოგა-მარათონის გენერელური სპონსორია სპორტკომპლექსი არენა, რომელმაც შშმ პატარებისა და გამარჯვებულებისათვის სპეციალური პრიზები დააწესა. მარათონში მონაწილე თითეული მარათონელი ანანდასგან წახალისდება გაწეული ქველმოქმედებისათვის და იოგაზე დასასწრებ მინი აბონიმენტს მიიღებს საჩუქრად.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 260 60 16 / 599 42 99 88, ან ეწვიეთ შემდეგ გვერდს: https://www.facebook.com/anandatbilisi

ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო ვარჯიშები და მასაჟი

”შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი” გთავაზობთ სარეაბილიტაციო თერაპიას ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო ვარჯიშებითა და მასაჟით ყველა ხარისხისა და ფორმის სქოლიოზის, კიფოზის, ლორდოზის, ცერებრული დამბლის, სამშობიარო ტრამვების, დისპლაზიების, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და სხვა პათოლოგიების შემთხვევაში.

კვალიფიციური ექიმების მიერ შეირჩევა თქვენთვის საჭირო და ეფექტური ვარჯიშებისა დამასაჟის კურსი, რომელიც ჩაგიტარდებათ გამოცდილი სპეციალისტების დახმარებითა და მეთვალყურეობით.

სარეაბილიტაციო პროგრამა მოიცავს რეკომენდებული რეჟიმის სახლის პირობებში გაგრძელებას, ექიმის მიერ მდგომარეობის პერიოდულ შეფასებას დადებითი დინამიკის უზრუნველყოფისთვის.

რეაბილიტაციის სწორი კურსი: სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, რეჟიმი, სწორი კვება, შესაფერისად შერჩეული ფიზიკური აქტივობა – ეს სასურველი ეფექტის გარანტიაა!


გახსოვდეთ!

საუკეთესო შედეგი ინდივიდუალურად შერჩეული სარეაბილიტაციო პროგრამით მიიღწევა!