პროთეზირება

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში #პროთეზირება ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოიებითა და გერმანული ფირმა #ottobock-ის კომპონენტებით.

პროთეზის დამზადებას და მორგებას უზრუნველყოფენ ჩვენი ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც გავლილი აქვთ ტრეინინგები #ottobock-ის სასწავლო ცენტრში, #გერმანიაში.

პროთეზირებისთვის პაციენტი სპეციალისტთან ერთად გადის რამოდენიმე ეტაპს:

• პაციენტის გამოკვლევა;

• საპროთეზო ნაწარმის სახეობის განსაზღვრა და ზომების აღება;

• პროთეზის მოდელირება;

• საპროთეზო ნაწარმის დამზადება;

• პროთეზირებისთვის მომზადება;

• საპროთეზო ნაწარმის მორგება: შესაბამისი ინსტრუქტაჟი და ვარჯიში.

პროთეზირებისთვის მოქმედებს სახელმწიფო დაფინანსება, რომლის მოსაპოვებლად პაციენტმა შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს.

სახელმწიფო დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.ncra.ge/2-2/პროგრამები

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში სუპინატორებისთვის, ორთოპედიული და დიაბეტური ტერფის ფეხსაცმელისთვის, ზედა და ქვედა კიდურების პროთეზებისთვის, კორსეტებისთვის, ქამრებისთვის და ბანდაჟებისთვის გამოიყენება #არატოქსიკური, ეკოლოგიურად სუფთა მასალა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ჩვენი ნებისმიერი სირთულის პროდუქტი მუშავდება და მზადდება გერმანული ფირმის OTTOBOCK-ის დანადგარების და ინსტრუმენტების საშუალებით.

#სუპინატორი, #კორსეტი, #პროთეზი, #პროთეზები, #ქამრები, #ბანდაჟი, #რეაბილიტაცია, #ადაპტაცია, #რეაბილიტაციაადაპტაციისეროვნულიცენტრი

ორთეზები

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ თანამედროვე ტიპის ორთეზების დამზადებას.

ორთეზი გახლავთ გარე სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნერვკუნთოვანი და ჩონჩხის სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლების შესაცვლელად: დაზიანებული სახსრის ან კიდურის ფუნქციების განტვირთვა, ფიქსაცია, გააქტიურება და გამოსწორება:

• აფიქსირებს სხეულის კონკრეტულ არეს სასურველ მდგომარეობაში;

• ოპერაციის ან დაზიანების შემთხვევაში ეხმარება კიდურების ფუნქციონირების აღდგენაში;

• თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციის შემთხვევაში ხელს უწყობს მათ გამოსწორებას;

#ორთეზი#ორთეზები#სუპინატორები#სუპინატორი#რეაბილიტაცია#ადაპტაცია#რეაბილიტაციაადაპტაციისეროვნულიცენტრი

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და ტრეინინგები

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრისთვის მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთათვის, ასევე ვიზიტორთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

ამ მიზნით ჩვენმა ცენტრმა საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ლიგასთან ერთად დანერგა ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემა.ამა წლის სექტემბერში თანამშრომლებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟები და ტრენინგები ILO-ს მეთოდოლოოგიით და ადგილობრივ კანონმდებლობაზე ადაპტირებულ სახანძრო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციებში რეაგირების გეგმის, ელექტრო უსაფრთხოების და პირველადი დახმარების შესახებ.

ასევე შემუშავდა და დაინერგა სამოქმედო გეგმა და პრევენციული ღონისძიებები COVID-19თან დაკავშირებით.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ლიგას თანამშრომლობისთვის და გაწეული მომსახურებისთვის.

სუპინატორები

ბრტყელტერფიანობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ტერფის პათოლოგიაა.ბრტყელტერფიანობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი კი სუპინატორის გამოყენება გახლავთ. რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ინდივიდუალურ სუპინატორების მორგება-დამზადებას, რომელიც :

• გაგიმყარებთ დგომასა და სიარულს;

• გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას როგორც ტერფში, ასევე მთელს კიდურში;

• შეგიმცირებთ დატვირთვას ხერხემალზე, მენჯზე, მუხლსა და კოჭ-წვივის სახსრებზე;

• დაიცავს ხერხემალს პათოლოგიური ცვლილებებისან;

• დაიცავს ტერფსა და მთელ ქვემო კიდურს გადაღლისგან;

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის განახლებული შენობა

2020 წელს განხორციელდა მაშტაბური რეორგანიზაცია-განახლება, რომლის შედეგადაც ცენტრი ჩამოყალიბდა დღეს მოქმედი შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის“ სახით. განხორციელდა  კლინიკისა  და საწარმოს რეკონსტრუქცია  და ტექნოლოგიური ბაზის განახლება.

დღეის მდგომარეობით ცენტრი ახორციელებს შემდეგი სახის მომსახურებებს:

  • გამოკვლევა : ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია;
  • საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის სახეობების განსაზღვა;
  • საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის ზომების აღება;
  • ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა, ღაბაშები (სუპინატორები);
  • პროთეზის  მოდელირება;
  • ამპუტაციის შემდგომი რეაბილიტავია;
  • პროთეზირებისათვის მომზადება;
  • საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მორგება, შესაბამისი ინსტრუქტაჟი და ვარჯიში;
  • სარეაბილიტაციო ღონისძიებები (ფიზიოთერაპია, სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ვარჯიში, მანუალური თერაპია, ვაკუუმ-მაგნიტური აკუპუნქტურა, ხერხემლის დაჭიმვა მშრალი  მეთოდებით);
  • ფსიქო-ნევროლოგიური სამსახური;
  • სოციალური სერვისი;
  • სტაციონარი 6 საწოლზე;

10 წელი Ottobock-თან ერთად

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი უკვე 10 წელია თანამშრომლობს გერმანულ კომპანია OTTOBOCK-თან. Ottobock არის მსოფლიო ლიდერი საპროთეზო და ორთოპედიული პროდუქტებისა და რეაბილიტაციის ტექნიკური საშუალებების წარმოებაში.

„ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს შეინარჩუნონ ან დაიბრუნონ გადაადგილების თავისუფლება.“ – OTTOBOCK

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უნიკალური ვებგვერდი იხსნება

ხვალ „შერატონ მეტეხი პალასში“ მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ვებგვერდის (WWW.ERTAD.ORG) და სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაციას გამართავს. ხვალვე დაიწყება პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის.

მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ განმარტებით, ახალი ინტერნეტპორტალი უნიკალური რესურსია მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ვებგვერდის მეშვეობით მოხდება ხერხემლის დაზიანების და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და გამოცდილების გაცვლა. ასევე თავმოყრილი იქნება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე, არსებულ კანონმდებლობაზე და ხელმისაწვდომ მომსახურებაზე.

ვებგვერდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე შესთავაზებს პრაქტიკულ ინფორმაციას – ვიდეო ვარჯიშებს, დამოუკიდებლად გადაადგილების, ადაპტირებული ტრანსპორტით, პანდუსით და სხვა სერვისებით სარგებლობის წესებს.

ინტერნეტპორტალი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახლად ტრავმირებული ადამიანებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. ისინი ნახავენ ინფორმაციული ხასიათის ინტერვიუებს – მოისმენენ, თუ რა გზა განვლეს მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ადამიანებმა, როგორი იყო პირველი დღე ტრამვის შემდეგ ჰოსპიტალში, როგორ გადალახეს პრობლემები და დაიწყეს ახალი ცხოვრება.
ვებგვერდისა და პეტიციის წარდგენასთან ერთად ნაჩვენები იქნება სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც მოკლედ აღწერს ტრანსპორტისა და შენობების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები.