
11 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საპროტეზო-ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი თურქული ფირმის „ორთოტეკის“ სპეციალისტი კადირ შაირი.
კადირ შაირმა ტრეინინგ-სემინარებზე ცენტრის თანამშრომლებს გააცნო საპროტეზო-ორთოპედიული სფეროს სიახლეები, რომელიც დანერგილია და წარმატებით ხორციელდება თურქეთში, ისაუბრა ტექნიკოს-პროტეზისტებისთვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც ეხებოდა უახლესი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებასა და საჭიროებებს.
ვიზიტის ფარგლებში თურქმა სპეციალისტმა განახორციელა პროტეზირებასთან დაკავშირებული პროცესების (ზომების აღება, თაბაშირზე მუშაობა, ლამინირება და ა.შ.) პრაქტიკული დემონსტრირება-სწავლება, რაც განსაკუთრებით სასარგებლო იყო ცენტრის ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის.