“კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დღეს კონფერენციას “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – არსებული სიტუაცია და ახალი გამოწვევები” გამართავს.
როგორც კოალიციიდან იტყობინებიან, კონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ტარდება. კონფერენციის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული პოლიტიკისა და განხორციელებული პროგრამების მოკლე შეჯამება; სამთავრობო სტრუქტურებთან და სფეროთი დაინტერესებულ სხვა ორგანიზაციებთან კონსულტაციებით მომავალი თანამშრომლობისა და ხედვების ჩამოყალიბება.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, აშშ–ს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნოლანდი, ასევე, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიმპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები.