
ხვალ „შერატონ მეტეხი პალასში“ მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ვებგვერდის (WWW.ERTAD.ORG) და სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაციას გამართავს. ხვალვე დაიწყება პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის.
მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ განმარტებით, ახალი ინტერნეტპორტალი უნიკალური რესურსია მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ვებგვერდის მეშვეობით მოხდება ხერხემლის დაზიანების და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და გამოცდილების გაცვლა. ასევე თავმოყრილი იქნება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე, არსებულ კანონმდებლობაზე და ხელმისაწვდომ მომსახურებაზე.
ვებგვერდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე შესთავაზებს პრაქტიკულ ინფორმაციას – ვიდეო ვარჯიშებს, დამოუკიდებლად გადაადგილების, ადაპტირებული ტრანსპორტით, პანდუსით და სხვა სერვისებით სარგებლობის წესებს.
ინტერნეტპორტალი
განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახლად ტრავმირებული ადამიანებისთვის,
მათი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. ისინი ნახავენ ინფორმაციული
ხასიათის ინტერვიუებს – მოისმენენ, თუ რა გზა განვლეს მსგავსი პრობლემების
მქონე სხვა ადამიანებმა, როგორი იყო პირველი დღე ტრამვის შემდეგ
ჰოსპიტალში, როგორ გადალახეს პრობლემები და დაიწყეს ახალი ცხოვრება.
ვებგვერდისა
და პეტიციის წარდგენასთან ერთად ნაჩვენები იქნება სოციალური ვიდეორგოლი,
რომელიც მოკლედ აღწერს ტრანსპორტისა და შენობების ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებულ პრობლემებს.
ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები.