#სქოლიოზი არის ხერხემლის თანდაყოლილი ან შეძენილი, ხშირად პროგრესული გამრუდება, რომელიც შეიძლება მოხდეს ერთ ან რამდენიმე არეში.
სქოლიოზს გააჩნია გამრუდების ოთხი სტადია, რაც დამოკიდებულია დეფორმაციის კუთხეზე:
– I ხარისხი – 10 გრადუსამდე;
– II ხარისხი – 11-25 გრადუსი;
– III ხარისხი – 26-50 გრადუსი;
– IV ხარისხი – 50 გრადუსიდან და ზემოთ.
I, II, III ხარისხის სქოლიოზის სამკურნალოდ გამოიყენება ფუნქციონალური მაკორექტირებელი კორსეტი.
კორსეტის ერთ-ერთი სახეობა გახლავთ მაგარ კედლიანი ჟაკ შენოს ტიპის კორსეტი, რომელსაც გააჩნია წერტილოვანი დატვირთვა.
რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრში ჟაკ შენოს ტიპის კორსეტი მზადდება ინდივიდულური შეკვეთით და მუშავდება გერმანული ფირმის OTTOBOCK-ის დანადგარების და ინსტრუმენტების საშუალებით.