ცენტრის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს ორთოპედიული მომსახურებისა და რეაბილიტაციის ფართო სპექტრს.
მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპლექსში გამოყენებულია სპეციფიკური სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი, ტრენაჟორები, ულტრაბგერითი თერაპია და სხვა თანამედროვე ფიზიო-თერაპიული მეთოდები. ცენტრის სპეციალისტები უზრუნველყოფენ ნებისმიერი სირთულის სუპინატორისა და ფეხსაცმლის დამზადებას ტერფის აგებულების თავისებურებისა და ექიმის დანიშნულების გათვალისწინებით.
საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმისთვის გამოყენებული ყველა მასალა არატოქსიურია, ეკოლოგიურად სუფთაა და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. ნაწარმის დამუშავება-დამზადება ხდება გერმანული ფირმის “ოტობოკის” დაზგა-დანადგარებისაა და ინსტრუმენტების საშუალებით. ცენტრი მუდმივად ორიენტირებულია ახალი, საქართველოს კლიმატურ, რელიეფურ და სოციალურ პირობებთან მისადაგებული საპროთეზო – ორთოპედიული ნაწარმის შემუშავებაზე.